Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლევან ბობოხიძეს 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თარიღი : 30-03-2014, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, "ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან ბობოხიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.ბობოხიძეს პროკურატურამ ბრალი ხუთი მუხლით წაუყენა. კერძოდ, გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას, სამსახურებრივ სიყალბესა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავება. პროკურატურა ბობოხიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ბრალდების მხარის ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ლევან ბობოხიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, თუმცა გასაჩივრდება თუ არა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებიც ლევან ბობოხიძის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნიან.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მისი ძმის გირაოს თანხას ის კუთვნილი ბინით დაფარავს.
"გავყიდი ბინას და ისე გადავუხდი ჩემს ძმას გირაოს თანხას,"- აცხადებს კაკო ბობოხიძე.
ლევან ბობოხიძეს თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრა და ის საპატიმროებს მას შემდეგ დატოვებს, რაც გირაოს თანხას გადაიხდის.


ნანახია: 2186-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პროკურატურისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლობით მისი
ადვოკატის განცხადებით, წაყენებული ბრალი 7 წლიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭავჭანიძის განცხადებით, ლევან ბობოხიძე ბრალს არ აღიარებს. წაყენებული ბრალი კი ხონის
პროკურატურა ჯახუასთვის სასჯელის სახით 3 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონული რწმუნებულის მადონა ბასილაძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის კაკო ბობოხიძის ძმის და

ამინდი