Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, სადგურ სვირის მოსახლეობა ბუნებრივი აირით ისარგებლებს

თარიღი : 31-07-2020, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადგურ სვირში, ახალი გაზსადენის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ეკონომიკის მინისტრმა, სოფლის მოსახლეობას პირადად მიულოცა გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება და ის სახელმწიფო პროგრამები გააცნო, რომლითაც შესაძლებლობა აქვთ მათ ისარგებლონ.

სადგურ სვირში, სახელმწიფოს დაფინანსებით 11კმ - იანი გაზსადენის მშენებლობა განხორცილდა, რომლის ფარგლებში დამატებით 150 აბონენტმა მიიღო ბუნებრივი აირი.

მინისტრთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი, მიხეილ შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და ასევე „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელი პირები იღებდნენ.

“გაზიფიკაციის 3 - წლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400 - მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100, 000 - მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არცერთი დღით არ შეცერებულა გაზიფიცირების მასშტაბური პროექტები, მათ შორის იმერეთის რეგიონში.


ნანახია: 145-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ არის.

ამინდი