Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ეტაპზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა?

თარიღი : 30-07-2020, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოში აშშ - ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.

ღონისძიებაში, ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთინების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ. სტუმრებმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

„შემდეგში ჩვენ გავაერთიანებთ ძველ და ახალ ტერმინალს და გვექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც კოვიდთან ბრძოლის დროს გამოიკვეთა და დაადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე, ძალიან კომფორტული და მიმზიდველი როგორც მგზავრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია „Dimark group“ - ი ბარგის მართვის სისტემის მონტაჟს ახორციელებს. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1 200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.


ნანახია: 135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა გრძელდება.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი

ამინდი