Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაჭაში, რიონის ადიდების შედეგად, მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

თარიღი : 29-07-2020, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაჭაში, სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, რეგიონში გაემგზავრა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.

ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად კი უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.
ონის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადგილას ჩარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად ტარდება შესაბამისი ღონისძიება.


ნანახია: 65-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი