Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და სკვერები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა

თარიღი : 16-07-2020, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვას აგრძელებს.

სპეციალური ტექნიკის დახმარებით, დღეს ქალაქში ფართომასშტაბიანი დასუფთავების სამუშა ოები განხორციელდა. სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სკვერები, პარკები, ხიდები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

სამუშაოების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდა მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი ოლეგ შველიძე.

დასუფთავების სამსახური ქუჩების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს, სპეციალური ტექნიკით ირეცხება როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე გარეუბნები.

კორონავირუსის პრევენციისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქუჩების დეზინფექცია აპრილის თვიდან დაიწყო და მას შემდეგ კვირაში ერთხელ, როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე სხვადასხვა ობიექტები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.


ნანახია: 60-ჯერ

მსგავსი სიახლეები