Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოლიდარობა ხარაგაულის მერს თუ უბრალოდ დამთხვევა-სად წავიდნენ მერიის სამსახურების უფროსები?

თარიღი : 15-07-2020, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერიის ხუთი სამსახურის უფროსი ერთდროულად შვებულებაში გავიდა. სამსახურის უფროსებმა აღნიშნული გადაწყვიტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო ტოპნიუსი გაგაცნობთ იმ სამსახურების ხელმძღვანელებს, რომლებმაც შვებულებაში გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

აფრასიონ ლურსმანაშვილი, 31 წლის - მერიის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ლურსმანაშვილი 2016 წლამდე თბილისში, სამშენებლო კომპანიებში სხვადასხვა პოზიციებზე იყო დასაქმებული. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 2016 წლიდან ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, დაბრუნდა ხარაგაულში და ზემოთ აღნიშნულ სამსახურში ჯერ სპეციალისტად, ხოლო მოგვიანებით უფროსად დაინიშნა.

ჯაბა ბერაძე, 30 წლის - მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი. ბერაძე 2016 წლამდე ხარაგაულში, საბანკო სექტორში მუშაობდა. 2016 წლიდან ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, სამსახურის უფროსად დაინიშნა.

გიორგი ჭყოიძე, 30 წლის - მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ასევე, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი. გიორგი ხარაგაულში ცხოვრობს და დროებით უმუშევარი იყო. ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, 2017 წლიდან ხარაგაულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურში ჯერ სპეციალისტად, ხოლო მოგვიანებით სამსახურის უფროსად დაიწყო მუშაობა.

თემურ თაბუკაშვილი, 29 წლის - მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამოქალაქო არქიტექტურის ბაკალავრი და მაგისტრი. 2017 წლამდე მუშაობდა თბილისში საექსპერტო ორგანიზაციაში არქიტექტორ-ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის იანვრიდან ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, დაბრუნდა ხარაგაულში და მუშაობა ჯერ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაიწყო, ხოლო 2018 წლიდან ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გადავიდა.

რამდენიმე სამსახურის უფროსის ერთდროულად შვებულებაში გასვლა უბრალო დამთხვევაა თუ უკვე ყოფილი მერის მიმართ სოლიდარობას წარმოადგენს-აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად ტოპნიუსი სამსახურის უფროსებთან დაკავშირება სცადა, თუმცა ისინი სატელეონო ზარებს არ პასუხობენ.


ნანახია: 107-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამსახურების უფროსების ნაწილმა პოსტები შეინარჩუნა
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
ქუთაისის მერიის სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავთ. ახალი ხელმძღვანელები ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ დღეს 26 იანვარს , 12:00
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს.

ამინდი