Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართულმა ოცნებამ' გადაწყვიტა ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადააქციოს'

თარიღი : 15-07-2020, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, ფარდულზე გასცეს ნებართვა,"- ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აკეთებს.

შუშანიას თქმით, საუბარია რუსთაველის გამზირზე, იმერეთის ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მერიამ კვების ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა.

"ჩვენ გვპირდებოდნე, რომ რუსთაველის ხიდი იქნებოდა ლამაზი, რიონისპირა სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. ამის ნაცვლად, შეგვრჩა ფოტოშოპში გაკეთებული ბანერები. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამ ფარდულის შემთხვევაში, კორუფციულ შეთანხმებას აქვს ადგილი. "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ქუთაისი საპარლამენტო, ძველი ევროპული ან არქიტექტურით გამორჩეული ქალაქის ნაცვლად, ფარდულების ქალაქად გადააქციოს"-ამბობს შუშანია.

მისივე თქმით, ოქტომბრიდან არც ქუთაისში და არც საქართველოში მსგავსი ტიპის ფარდულების ადგილი არ იქნება.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ რომ ტერიტორია 2017 წელს გასხვისდა და მფლობელი ადგილზე მსუბუქი ტიპის კონსტრუქციას აშენებს.


ნანახია: 97-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოპოზიცია გიორგი ჭიღვარიას განცხადებას გამოეხმაურა.
გოქაძის თქმით, დეპუტატის ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად იმერეთის გუბერნატორი და უშიშროება ჩაერია.
გოქაძის თქმით, დეპუტატის ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად იმერეთის გუბერნატორი და უშიშროება ჩაერია.
წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ხმა საჩხერეში მიიღო

ამინდი