Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იაპონელების გამოგონება, რომელიც ხილის და ბოსტნეულის გათლაში დაგეხმარებათ

თარიღი : 15-07-2020, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
იაპონურმა კომპანია Astra-მ 20-მდე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის გამთლელი მოწყობილობა შექმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას Fruit-inform Freshplaza-ზე დაყრდნობით წერს.

ახალმა მოწყობილობამ საზოგადოების დიდი ყურადღება მაშინვე მიიპყრო, რადგან მას შეუძლია პროდუქტების თვისებები, მათ შორის წვენი ბოლომდე შეინარჩუნოს და მაქსიმალურად მცირე რაოდენობის ნარჩენები დატოვოს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აპარატი 200-ზე მეტ ანანასს კანს 1 საათში მოაშორებს, ამასთან, 1/3-ით ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის. შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანია პირობითად, 100 კგ ანანასს აწარმოებს, ამ ტექნოლოგიის წყალობით, წელიწადში 50 000 აშშ დოლარის დაზოგვას შეძლებს.

მათივე ინფორმაციით, მოწყობილობას მხოლოდ ერთი ოპერატორი სჭირდება, რომელიც ხილს აპარატში მოათავსებს, შესაბამის სიჩქარეს შეურჩევს და ღილაკზე თითს დააჭერს. ამასთან, არ მოუწევს იმაზე ნერვიულობა, რომ პროდუქტის არასწორი ზედაპირის გამო, ის არათანაბრად გასუფთავდება, რადგან აპარატს აქვს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც დანა ნარჩენის ოპტიმიზაციას ახდენს და ყველა კუთხეს შესაბამისად ესადაგება.

მოწყობილობაში შეიძლება დამუშავდეს როგორც ფორთოხალი, გრეიფრუტი, ანანასი, კივი, ლიმონი და ა.შ. ისე, პომიდორი, კარტოფილი და სხვა. აპარატის სიჩქარე ნებიმიერი პროდუქტისთვის შეიძლება იყოს მორგებული.


ნანახია: 112-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხილისა და ფასტფუდების მოხმარება მოქმედებს დროზე, რომელიც სჭირდება ქალს დაფეხმძიმებისთვის.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის ახალი შეზღუდვა შევიდა ძალაში.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არაპასტერიზებული წვენები ყველა ასაკის ბავშვებისთვის სახიფათოა. გარდა ამისა, წვენი დიარეისა და
'პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი' მოქალაქეებს აფრთხილებს.

ამინდი