Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადის

თარიღი : 12-07-2020, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს განმარტების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალი გადახურვის პირობებში, მონასტერში წყალი ჩამოდის და ფრესკები ზიანდება. კერძოდ ხარვეზი სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის გადახურვაზე გამოვლინდა.
https://i.postimg.cc/L52zrfCR/7-FB5-EEB8-1828-4-C74-890-B-A5-C42958-BF7-E.jpg
“2020 წლის მარტში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, შემსრულებლის - „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული.

გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფქტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა. მსოფლიო მემკვიდროების ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლების გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ გაიხარჯება,”-აცხადებენ სააგენტოში.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში, პროექტს აფინანსებდა აშშ-ს საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.


ნანახია: 158-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გელათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციას აფინანსებს.
პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის (AFCP) ფარგლებში ფინანსდება.
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ

ამინდი