Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში ცხრაჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თარიღი : 11-07-2020, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ღირებულება, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტით გათვალლისწინებულია ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,8 კმ საავტომობიო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფრგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა.

“ცხრაჯვარი" საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.


ნანახია: 86-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

ამინდი