Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლევან ბობოხიძე, რომელსაც 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თავს დამნაშავედ არ ცნობს

თარიღი : 30-03-2014, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირეოსბის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმას ლევან ბობოხიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სახელმწიფო და კერძო ქონების გაფლანგვას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება.
ბობოხიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო დღეს 14:30 საათზე იმსჯელებს.
დაკავებულის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადებით, საუბარია, 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დარიგებულ ხე-ტყეზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებამ დაახლოებით ორი თვის წინ ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავა. ხოლო ლევან ბობოხიძეს გამოძიება აღნიშნული საქმის ორგანიზებას ედავება. ადვოკატის განცხადებით, წაყენებული ბრალი 7 წლიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან ბობოხიძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. საპარლამენტო უმცირესობა კი მის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.


ნანახია: 2266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭავჭანიძის განცხადებით, ლევან ბობოხიძე ბრალს არ აღიარებს. წაყენებული ბრალი კი ხონის
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მისი ძმის ლევან ბობოხიძის გირაოს თანხას მისი უძრავი ქონების გაყიდვით
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პროკურატურისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლობით მისი
" მოვიდნენ დ ჩატენეს მანქანაში, ისიც კი არ უთხრეს რატომ დააკავეს,"- აცხადებს ადგილობრივი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალები“ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად წინასწარ

ამინდი