Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სამი სოფლის მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს

თარიღი : 10-07-2020, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის სოფლების- ზეინდრის და სალომინაოს დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

3600 მეტრიან გზის მონაკვეთზე განხორციელდა ტრასის აღდგენა, გზის დაპროფილება ავტოგრეიდერით ქვიშა-ხრეშის დამატებით, საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით, ბიტუმის ემულსიის მოსხმა და საგზაო საფარის მოწყობა. დაიგო ასფალტობეტონის ორი ფენა, განხორციელდა ლითონის მილხიდების მონტაჟი, ბეტონის სათავისების და გვერდულების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი მასალით.

ახლად რეაბილიტირებული გზით სამი სოფლის- ზეინდრის, შუაგორას და სალომინაოს მოსახლეობა, სულ 1500 ბენეფიციარი ისარგებლებს.

"პროექტის საერთო ღირებულება 830 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ნიუპოვერმა“ შეასრულა. სამუშაოები ხარისხიანად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულდა,"- აცხადებენ ვანის მერიაში.


ნანახია: 70-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს.
პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. დონორი-ევროპის საინვესტიციო ბანკია.