Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში შშმ პირებს საჩუქრად ეტლები გადაეცათ

თარიღი : 10-07-2020, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადასცა. მერმა ბენეფიციარებს სავარძლები სახლში პირადად მიუტანა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

თანამედროვე, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტული ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით გადაეცა მათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდა ეტლი, ან ჰქონდა, მაგრამ დაზიანებული იყო.

ეტლი ბენეფიციარებს ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ მხარდაჭერითა და საერთაშორისო ასოციაციის „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“ ფინანსური ხელშეწყობით გადაეცათ.

ცენტრის წარმომადგენელმა საცხოვრებელ სახლებში მისვლით განახორციელა თითოეული პირისათვის ზომების აღება და შესაბამისი კითხვარების შევსება.


ნანახია: 480-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქცია „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
ხარაგაულში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ქუთაისში ეტლი 53 ბენეფიციალმა მიიღო. მსგავსი საქველმოქემდო აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომავალშიც გაიმართება.
მსგავსი ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მომავალშიც გაიმართება.

ამინდი