Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტომობილებზე ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა

თარიღი : 9-07-2020, 10:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.


ნანახია: 107-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ახალ შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშანს აქვს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა საქართველოს
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. ამასთან, პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე

ამინდი