Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯიხაიშში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება

თარიღი : 9-07-2020, 09:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება სრულ რეაბილიტაციას გაივლის. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სასწავლებელი დაათვალიერეს და რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება.

მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.

დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95 წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა.

დაწესებულება 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.


ნანახია: 88-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი მოსახლეობა 200-ზე მეტ საჯარო და კერძო მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს.
ნიკო ნიკოლაძის სახლ - მუზეუმში გამართულ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის
ზურაბიშვილი სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ამომრჩევლებს შეხვდება, რომელთაც საარჩევნო პროგრამას

ამინდი