Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ხუტა უფროსი’ გარდაიცვალა

თარიღი : 8-07-2020, 17:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მსახიობი გოვენ ჭეიშვილი, იგივე “ხუტა უფროსი” გარდაიცვალა.

გოვენ ჭეიშვილი 1996 წლიდან იყო მესხიშვილის თეატრის მსახიობი.
მას მაყურებელი კარგად იცნობს კინოროლებით: გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016).

“ქართულმა ხელოვნებამ კიდევ ერთი განუმეორებელი მსახიობი დაკარგა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ("ხუტა უფროსი") იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ ღირსეული ადამიანი, რომლის წასვლა დანაკლისი იქნება განურჩევლად ყველასთვის, ვინც პირადად იცნობდა და ვისაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდა და უყვარდა, ის დააკლდება ჩვენს იმერეთს, ქუთაისს, როგორც ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. ალბათ, დიდი მადლია საჭირო და ცხოვრების გზის მინიმალური შეცდომებით გავლა, რომ ყველას გულში და მოგონებებში ისეთად დარჩე, როგორც გოვენ ჭეიშვილი დარჩება.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, თეატრალურ სამყაროს ღირსეული ადამიანის, შემოქმედის და მსახიობის გარდაცვალებას,”-აცხადებს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.


ნანახია: 433-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემოდგომაზე კი ადგილობრივი თვითმმართველობა გოვენ ჭეიშვილისათვის სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიების გამართვას გეგმავს.
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი
მსახიობი, რიგით მე-5 პრეზიდენტს სთხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში გადატანასთან

ამინდი