Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ეტაპზეა ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა?

თარიღი : 6-07-2020, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის 5 ლოტზე მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. პირველი ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილია 2021 წლისთვის-ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი raketdeba.ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ონიდან 5 კმ-ით.

"ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება.

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი,"- აცხადებენ მმართველ გუნდში.


ნანახია: 74-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.
რაც შეეხება რაჭის რამდენიმე რაიონის სივრცითი მოწყობის გენერალურ გეგმას, რომელზე მუშაობაც გასულ თვეში უნდა დასრულებულიყო,
სვანეთის ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ გზას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ამინდი