Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზვიად შალამბერიძე: ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში

თარიღი : 6-07-2020, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საგამოცდო ცენტრში განაცხადა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

"წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქუთაისიდან, რომლის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს უკვე სტუდენტების ახალ ნაკადს მიიღებს და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, ქუთაისის საგამოცდო ცენტრს ეწვივნენ და აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია, ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.


ნანახია: 77-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო პლენარული სხდომა, სავარაუდოდ დღეს ჩატარდება.

ამინდი