Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია

თარიღი : 3-07-2020, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის პრივატიზებას და მისთვის სხვა ფუნქციის გამოძებნას გეგმავს.

“როგორც მოგეხსენებათ, პარალამენტის შენობა არის ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. არის დაგეგმილი ამ შენობების პრივატიზება და შესაბამისად ამ შენობებისთვის სხვა ფუნქციის გამოძებნა. სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებით თავის დროზე მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო უშუალოდ ამ შენობაში და ეს შენობა საჭიროებს ძალიან ბევრ ინვესტიციას იმისთვის, რომ შენობის გადაკეთება მოხდეს და მოწესრიგდეს სავენტილაციო სისტემა.

პარალამენტის შენობის ქუთაისში აშენებაში 300 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხდა მაშინ, როდესაც ქუთაისს არ ჰქონდა წყალმომარაგების სისტემა და მხოლოდ წელს ჩვენ შევძელით 24 საათიანი წყალმომარაგების მოგვარება.

ძალიან პრობლემა ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობდა-აპარატის თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებს და ა.შ. ამ შემთხვევაში პარლამენტი მუშაობს იქ, სადაც პარლამენტი თავდაპირველად მუშაობდა.

ქუთაისს და მის განვითარებას რაც შეეხება, აქ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოწესრიგდა-განვითარდა ტურიზმი, განვითარდა ბიზნესი საწარმოები, და სწორედ ტურისტული მოზიდულობის ცენტრის შექმნით ქუთაისს აქვს საშუალება ახალი სამუშაო ადგილი იყოს შექმნილი.

ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია. პირიქით ქუთაისში გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ სწორედ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული,”-ამბობს მაია ცქიტიშვილი.


ნანახია: 609-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც თავისუფალი დემოკრატები წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, შენობის გაყიდვა რაც შეიძლება მცირე ხანში უნდა მოხდეს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით ხელისუფლება ცდილობს, ქუთაისს სოციალური სტატუსი და როლი წაართვას.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება პარლამენტი თბილისში იყოს, თუმცა ის პატივს სცემს
ელისო ჩაფიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შენობის გაყიდვით ქვეყანას ეკონომიკური სარგებელი ექნება.

ამინდი