Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა პროექტებს ენიჭება უპირატესობა იმერეთის რეგიონში?

თარიღი : 1-07-2020, 22:03 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
2020 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მთლიანმა ბიუჯეტმა 119 019 800 ლარი შეადგინა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა კი 71 271 047 ლარია.

რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: სოფელ წყალტუბოში უბნების გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფარცხანაყანებში გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით, ვანში სპორტული სკოლის და სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია, სოფელ დიმის საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა, შუამთა-ტობანიერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და სხვა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

“2020 წლის რეგიონული განვითარების ფონდის ბიუჯეტით იმერეთში გამოყოფილია 71 მილიონ ლარზე მეტი, რითაც ფინანსდება დაახლოებით 240 პროექტი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის პროექტებზეა აქცენტირება გაკეთებული, ზოგ შემთხვევაში ეს არის გზები, ბაღები, წყალმომარაგების პროექტები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ორთვიანი პაუზისა რაც კოვიდის პანდემიამ გამოიწვია ტემპი საკმაოდ მაღალია, ზოგიერთი პროექტი ფაქტობრივად დამთავრებულია, ზოგიერთი დასრულების ფაზაშია,"-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.


ნანახია: 92-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც რეგიონული
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.

ამინდი