Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ცხელების ცენტრის ექიმები ხელფასებს ითხოვენ

თარიღი : 1-07-2020, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მედიკოსები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.

ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალმა კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია. საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა ე.წ ცხელების ცენტრად გადაკეთდა, კორონავირუსს პერსონალი ადგილზე ებრძვის, ხოლო მათი ნაწილი სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გაგზავნეს, თუმცა, დაპირებული ანაზღაურება მათთვის არავის მიუცია.

„ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. საარჩევნოდ ბროშურების გაკეთებას ექთნებს მოგვხედონ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ,”-ამბობენ საავადმყოფოს თანამშრომლები.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ხელისუფლება არ ზრუნავს ადამიანებზე, რომლებიც პანდემიის დროს მუშაობდნენ.


ნანახია: 114-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელფასის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ანაზღაურებას როგორც კოორდინატორები, ისე დამკვირვებლები ითხოვენ.
ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მედპერსონალი გაიფიცა.
ქუთაისში, ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესის“ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.

ამინდი