Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პირველი ივლისიდან პენსია იზრდება

თარიღი : 30-06-2020, 20:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება (ზრდა +30 ლარი). გაზრდილი პენსიით დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.

2021 წლის იანვრიდან იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით:

► ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;

► 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;

► მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.


ნანახია: 54-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პენსიის ზრდა ყველა პენსიონერს შეეხება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მიხედვით, 2014 წლისთვის, ყველა ასაკით პენსიონერთათვის სახელმწიფო
1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით – 180 ლარამდე გაიზარდა.
ახალი ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააჟღერა.

ამინდი