Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა დახვდებათ დამთვალიერებლებს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში?

თარიღი : 30-06-2020, 17:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.

დღეს ახალი მუზეუმი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოინახულეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში პირველი არქეოლოგიური მუზეუმია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის სახელს ატარებს, სრულიად განახლებული სახით 2020 წლიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს.

„სულ რამდენიმე დღეში ჩვენს თანამოქალაქეებს ექნებათ საშუალება, იხილონ ის უნიკალური ექსპონატები, რომელიც წლების განმავლობაში ინახებოდა საცავებში და გაეცნონ საქართველოს ისტორიის იმ უნიკალურ პერიოდს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ მუზეუმში სწორედ ამ ექსპონატების საშუალებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი და იქნება ტურისტული თვალზარისით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის,”- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
https://i.postimg.cc/wx23cxrX/3657082-F-4-A7-C-4708-9-B8-C-48-B33-A1-BA9-E1.jpg
მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, რომელიც მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება.
https://i.postimg.cc/JhjzyRJB/78-CE3332-6940-409-E-8-E7-E-CDEC67-B969-D7.jpg
განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

მუზეუმის რეაბილიტაცია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.


ნანახია: 49-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის
პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა.

ამინდი