Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის მიერ საცხოვრებელ კორპუსში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხო გამოდგა

თარიღი : 23-06-2020, 10:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ხუნდაძის 61 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

მოსახლეობის თქმით, ქალაქის მერიამ საცხოვრებელ კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, შეკეთდა სადარბაზოები და გამოიცვალა საკანალიზაციო მილები, თუმცა პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო.

“ახალი მილები უხარისხო გამოდგა, რის გამოც მოხმარებული წყალი სარდაფებში ჩაედინება, გროვდება და საფრთხეს უქმნის კორპუსის საძირკველს. ამასთან ერთად, არის ანტისანიტარია და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხე. არაერთხელ მივმართეთ როგორც მერიას, ასევე სხვა შესაბამის სამსახურებს, თუმცა პასუხად მხოლოდ ფუჭი დაპირებები მივიღეთ,”-ამბობს მოსახლეობა.

ხუნდაძის 61 ნომერში მაცხოვრებელთა პრობლემებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია გაეცნენ.


ნანახია: 155-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კორპუსისთვის პრობლემას კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა წარმოადგენს.
ქუთაისში, გუგუნავას 12 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრები 10 ოჯახი დახმარებას ითხოვს.
მრავალსართუალინ კორპუსების სარდაფებში წლებია წყალი დგას, რაც საძირკველს აზიანებს და შენობის მდგრადობას საფრთხეს უქმნის.

ამინდი