ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება
თარიღი : 16-06-2020, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია-უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების ოცი პროცენტით გაზრდა.
მათი თქმით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა, დასკვნა დადო, რომლითაც შესაძლებელია სამუშაოების პარალელურად მოხდეს რეაბილიტაცია, რასაც მეშახტეები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ სოცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მეშახტეები გეგმავენ, პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელონ. შახტის თანამშრომლებმა მუშაობაზე უარო ათ ივნისს, მას შემდეგ განაცხადეს, რაც შახტში ინციდენტი მოხდა.