Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თარიღი : 16-06-2020, 09:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ახალი გაზონები, დაიდგა ლამპიონები, ძელსკამები, საბავშვო ატრაქციონები, დაირგო დეკორატიული მცენარეები.

"ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. განახლებულ სკვერში ჩვენი თანაქალაქელები, თავიანთ პატარებთან ერთად, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. მჯერა, ეს სკვერი მალე იქცევა ამ უბნის მაცხოვრებელთა რჩეულ რეკრეაციულ ზონად", - განაცხადა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

სკვერში სამუშაოები შპს "ნიუ სთაილმა" შეასრულა და მის რეაბილიტაციაზე 234056 ლარი დაიხარჯა.


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი