გია თევდორაძე: ივანიშვილის ხელისუფლებას ოპონენტების პანიკური შიში აქვს
თარიღი : 28-03-2014, 15:00 | კატეგორია: პოლიტიკა

საპარლამენტო უმცირესობა დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის დაკავებას ეხმაურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრის გია თევდორაძის თქმით, ხონის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ალბათ იციან, რომ დეპუტატის სახლის ჩხრეკა კანონით არ შეიძლება, ამიტომ სამართალდმაცველები სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჩანს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად არისა მოტივირებული, რადგან ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს რუსული პოლიტიკა, რაც შეიძლება მალე გაატაროს საქართველოში. ამ ხელისუფლებას მოწინააღმდეგეების პანიკური შიში აქვს და შიშის შედეგად არ იციან რა გააკეთონ. იმედია გამოძიება დაადგენს, თუ რატომ არის დაკავებული ლევან ბობოხიძე,“- აცხადებს თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ხონში საპარლამენტო უმცირესობის წევრის კაკო ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე დააკავეს.