Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘22-მა მეშახტემ სიკვდილს ჩახედა თვალებში,’-რა მოხდა ტყიბულის შახტაში?

თარიღი : 10-06-2020, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის შახტებში დასაქმებულები მუშაობაზე უარს აცხადებენ.

მეშახტეები ამ წუთებში მინდელის შახტის წინ არიან შეკრებილები. მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ორი დღის წინ მომხდარი ის ინცინდენტი გახდა, რა დროსაც 22 მეშახტე სიკვდილს გადაურჩა. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 00:40 წუთზე, იმ დროს მოხდა, როდესაც მეშახტეები შახტიდან ამოდიოდნენ.

“გაიჭედა ის დამხმარე ლიფტი, რომლითაც მეშახტეები შახტში ჩადიან. ლიფტი უცებ დაეშვებოდა ინერციით ქვემოთ, შემდეგ ისევ გაჩერდებოდა და ასე გრძელდებოდა. მეშახტეები ერთმანეთს აწყნარებდნენ და როდესაც ლიფტი გაჩერდა, მოახერხეს გამოსვლა. ვითხოვთ ამ ლიფტის შეკეთებას და დასკვნას, რომ ის უსაფრთხოა,”-ამბობს მეშახტე გაგა ისაკაძე.

გარდა ამისა, მეშახტეები დამსაქმებელ კომპანიას მათი ხელფასებიდან ჩამოერილი და კორონავირუსის პანდემიის გამო, ბიუჯეტიდან დაბრუნებული 20 პროცენტის დარიცხვისკენაც მოუწოდებენ.


ნანახია: 697-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადავარდა.
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში საწარმოო პროცესის დროს 6 მეშახტე დაშავდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულმა მეშახტეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მათი მოთხოვნები გააჟღერეს.

ამინდი