Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს

თარიღი : 28-03-2014, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს.
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე ხონში დღის 13:00 საათზე დააკავეს.
"მოვიდნენ დ ჩატენეს მანქანაში, ისიც კი არ უთხრეს რატომ დააკავეს,"- აცხადებს ადგილობრივი.
საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ლევან ბობოხიძე სახელმწიფოს ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ფაქტზეა დაკავებული.
“დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის ნიკოლოზ კირთაძისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას. კერძოდ, 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთძეს. ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით, მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს.
აღნიშნული ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით - 93,299 მ3, 12 580,69 ლარად ღირებულების ქონება, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი.
გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ ლევან ბობოხიძე 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, ხონის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს კრეფდა, რომელიც თითქოსდა უნდა მოხმარებოდა ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, რეალურად კი თანხას ლევან ბობოხიძე განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ.
ამდენად, ლევან ბობოხიძე თაღლითურად დაეუფლა ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, რითაც არსებითად შეილახა ზემოხსენებულ პირთა კანონიერი ინტერესი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და“ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქ/პ, 25, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25, 341-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბობოხიძე “ნაციონალური მოძრაობის” ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.


ნანახია: 2178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადვოკატის განცხადებით, წაყენებული ბრალი 7 წლიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭავჭანიძის განცხადებით, ლევან ბობოხიძე ბრალს არ აღიარებს. წაყენებული ბრალი კი ხონის
ხონის გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიასა და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ლევან ბობოხიძემ სასამართლოს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მისი ძმის ლევან ბობოხიძის გირაოს თანხას მისი უძრავი ქონების გაყიდვით
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პროკურატურისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლობით მისი
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“

ამინდი