Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაზიფიცირების სამუშაოები ხარაგაულის კიდევ ერთ სოფელში მიმდინარეობს

თარიღი : 8-06-2020, 16:33 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

საქარიქედზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 150-მდე აბონენტი ისარგებლებს.

მიმდინარე წელს ხარაგაულში საქარიქედის და ფარცხნალის გაზიფიცირებისთვის სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

გასულ წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა სოფელ კიცხსა და ლაშეში, რომლის გამრიცხველიანება, მიმდინარე წლის ზაფხულზე დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით ექვსი სოფელი - ისლარი, თეთრაწყარო, ჩხერი, ბაზალეთი, ახალსოფელი და ჯაფაროული სარგებლობს.


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულში გაზიფიცირებისთვის საჭირო ფოლადისა და პოლიეთილენის მილები უკვე შეიტანეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.

ამინდი