Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი გამგებლებისგან ანგარიშს იბარებს

თარიღი : 28-03-2014, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ყოველთვიურ მუშა შეხვედრას მართავს.
შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამებისა და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე, საორმაისო ღონისძიებების ორგანიზება წარმოადგენს.
ხარაგაულის გამგებლის კობა ლურმანაშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების შეკეთება-რეაბილიტაცია, სასაფალაოების შემორაგვა და გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გადაწყვეტილებით საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, წყლისა და ღვარსადენი სისტემების მოწესრიგება მოხდება.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ორ მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე გასახორციელებელ ღონისძიებებსაც შეეხო. მხარის გუბერნატორის განცხადებით, ორი მაისი წარმომადგენლობითი იქნება და მასში მონაწილეობას მხარის თერთმეტივე მუნიციპალიტეტი მიიღებს. კერძოდ, ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში რაიონების წარმომადგენლები სხვადასხვა პერფომანსს მოაწყობენ.
ცნობისთვის, სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.


ნანახია: 2173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსგავსი ტიპის შეხვედრები სამხარეო ადმინისტრაციაში თვეში ერთხელ გაიმართება.
შავლეგო ტაბატაძე იმერეთის რეგიონის 554-ვე სოფელში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ჭიათურის შემდეგ გუბერნატორი
გივი ჭიჭინაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. გუბერნატორმა გამგებლებისგან რაიონებში
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბია შექმნილი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ხელმძღვანელობს.

ამინდი