Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპორტული სკოლები ქუთაისში, რომელთაც რეაბილიტაცია უტარდებათ

თარიღი : 7-06-2020, 21:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ფარიკაობის სპორტულ სკოლას და კრივის დარბაზს ეწვივნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას - შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროობის სისტემები.

სამუშაოებს შპს“ ბოუერი“ აწარმოებს. ფარიკაობის სპორტული სკოლის შეკეთებისთვის 77774 ლარია გამოყოფილი და სექტემბერში უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე მდებარე კრივის დარბაზშიც. შენობაში სრულად შეიცვლება კარ-ფანჯრები, ამორტიზირებული ხის, მეთლახის და კაფელის იატაკები, ჭერი. განახლდება რინგის დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, ანტრესოლი.

კრივის დარბაზის რეაბილიტაციაზე 109961 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ბა-ნიმ" სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაასრულოს.


ნანახია: 563-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ააიპ სპორტული გაერთინების ხელმძღვანელმა, კრივის და ფარიკაობის დარბაზები დაათვალიერეს.

ამინდი