სემეკის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
თარიღი : 30-08-2013, 15:24 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს ენერგეტიკია და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს გურა ჩალაგაშვილს თანამდებობაზე ყოფნის 6 წლიანი ვადა ამოეწურა.
ახალი კანონის მიხედვით, სემეკის თავმჯდომარეს ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი დანიშნავს, მანამდე კი თავმჯდომარის ადგილს კომისიის ერთ-ერთი წევრი დაიკავებს. როგორც კომისიაში აცხადებენ, ახალი თავმჯდომარის დანიშვნის ვადები კონკრეტულად გაწერილი არ არის.
სემეკის უკვე ყოფილი თავმჯდომარე კი საქმიანობის გაგრძელებას ენერგეტიკის სექტორში, ამჯერად არასამთავრობოს პოზიციიდან გეგმავს.