ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი შემოდგომაზე გაიხსნება
თარიღი : 5-06-2020, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. მიმდინარე სამუშაოები პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმღვანელთან ერთად დაათვალიერა.
ახალი ტერმინალი არსებულზე ოთხჯერ დიდი იქნება და საათში 1200 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ამ დროისათვის მოეწყო და გამწვანდა აეროპორტის ტერასა, დასრულდა გადახურვისა და გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში კი ახალი ტერმინალის შიდა სარემონტო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ბოლო ეტაპი ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანებას ითვალისწინებს.
ამ დრომდე სამუშაოებზე 92 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც მშენებლობას, აღჭურვილობას და ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ჯამში ბიუჯეტი 114 მილიონია. ტერმინალი სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიხსნება. ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანება კი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.