"ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა სამსახურიდან გაათავისუფლეს
თარიღი : 27-03-2014, 17:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის შედეგად ამავე სასწავლებლის კადრი მანანა მიქაძე უნივერსიტეტს მიღმა აღმოჩნდა.
მანანა მიქაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა და ამავე დროს ის ქართული ენის კათედრაზე ლექციებს კითხულობდა.
„მითხრეს, შენნაირი კადრი არავინ არ გვყავს, მაგრამ მაინც უნდა დატოვო ეს კათედრაო. არსად გასაჩივრებას არ ვაპირებ,“- აცხადებს მიქაძე topnews.com.ge-სთან საუბრისას.
უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსის ძირითად კრიტერიუმებს კონკურსში მონაწილეთა გამოცდილება, სტაჟი და გამოცემული წიგნების როდენობა წარმოადგენდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე კონკურსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კონკურსის მიმდინარეობაში სასწავლებლის ადმინისტრაცია არ ჩართულა და კონკურსის ჩატარება თბილისიდან მოწვეულმა დაახლოებით 83-მა ექსპერტმა უზრუნველყო. ღავთაძე იმასაც ამბობს, რომ კონკურსზე ჩაჭრილ პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მიღება მომდევნო კონკურსზე შეეძლებათ. უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური კადრების კვალიფიკაციის შესამოწმებლად სასწავლებელში კონკურსი ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარდება.