‘რომ შემოხვალთ წყალტუბოში, მაქსიმალურად ეცადეთ არ მიიქციოთ ყურადღება,’-რაზე აფრთხილებენ ავტომობილების მძღოლებს?
თარიღი : 3-06-2020, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოში, ხმაურისათვის მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს აჯარიმებენ.
მძღოლების ნაწილის თქმით, ხმაურის გადაჭარბებისთვის 100-ლარიანი ჯარიმები დაუწერეს, ნაწილი კი ამბობს, რომ პირველ ჯერზე გააფრთხილეს.
“გუშინ წყალტუბოში მოგვცეს რამოდენიმე მანქანას გაფრთხილება მანქანის ხმასთან დაკავშირებით. პირდაპირ ჯარიმას წერდნენ, თუმცა ველაპარაკეთ და არ დაგვიწერეს. 3 დღე მოგვცეს ვადა, რომ ხმის იზოლატორები ისე გაგვეკეთებინა, ქარხნულისგან არ განსხვავდებოდეს და ხმა არ ქონდეს. რომ შემოხვალთ წყალტუბოში, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ მიიქციოთ ყურადღება, თორემ ეგრევე წერენ 100 ლარიანებს,”-ამბობს მძღოლი გიორგი გაგნიძე.