Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები თაღლითი იპოთეკარების წინააღმდეგ

თარიღი : 27-03-2014, 16:11 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ და ხელისუფლებისგან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.
ქუთაისში ხელმოწერების შეგროვების პროცესს კოორდინაციას იპოთეკით დაზარალებულთა ჯგუფი უწევს. ჯგუფის წევრთა განცხადებით, მოქალაქეები იმ მევახშეების გვარებს ასახელებენ, რომლებსაც თაღლითებად თვლიან. შინაგან საქმეთა სამინიტროსა და პრემიერთან აღნიშნული ხელმოწერების წარდგენის შემდეგ მოქალაქეები თაღლითი იპოთეკარების გამოვლენის მიზნით ფინანსურ პოლიციასაც მიმართავენ.
„ქუთაისში იპოთეკური სესხით დაზარალებული 300 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 30 ოჯახი გამოსახლებულია და ქირით იმყოფება. 60 ოჯახის ქონება იპოთეკარზე არის გადაფორმებული, ხოლო ოჯახების დარჩენილ ნაწილს ან გამოსახლებით ემუქრებიან ან კიდევ მათი ქონება აუქციონზე არის გატანილი. პრობლემის მოსაგვარებლად 35 მილიონამდე არის საჭირო. მთავრობას ვთხოვთ, რომ შეიქმნას იპოთეკური სესხებით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარების ფონდი, სადაც ის თანხები ჩაირიცხება, რომელიც მოქალაქეებმა იპოთეკარებს გადაუხადეს და ბიუჯეტში ვერ მოხვდა. ეს საქმეები გამოიძიოს ფინანსურმა პოლიციამ. მაგრამ პარლამენტში მყოფი დეპუტატების 70% მევახშეებს ლობირებს. თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება ნება, საკითხი მოგვარდება,“ - ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი მარინა სუპატაშვილი.


ნანახია: 2478-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.
იპოთეკით დაზარალებულები სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. კომისიას შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან
იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ბანკების წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას უერთედებიან და
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანები, დღეს პარლამენთან შეკრებასა და ღამის გათევას გეგმავენ.
ნუგზარ გოგიძე, რომელიც ქუთაისში პარლამენტთან მყოფ დაზარალებულ მოქალაქეებს უკვე შეხვდა, აცხადებს, რომ კერძო საინვესტიციო ფონდიდან

ამინდი