ქუთაისში, მოსკოვის ქუჩისათვის სახელის შეცვლას ითხოვენ
თარიღი : 2-06-2020, 20:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" ქუთაისში არსებული მოსკოვის ქუჩისათვის სახელის შეცვლას გეგმავს. აღნიშნული მიზნით მოძრაობა 5 ივნისს მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდება და მათ პოზიციებს მოისმენს.
“დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და წერილს ორშაბათს, 8 ივნისს შევიტანთ მერიაში. ვისაც სურვილი გაქვთ, მოხარული ვიქნებით თუ ამ კარგ საქმეში გვერდით დაგვიდგებით,”-ამბობს “რუსეთი ოკუპანტია”-ს დამფუძნებელი ნიკა დეისაძე.