Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კომპანია წლის ბოლომდე წარმოების 3-ჯერ, დასაქმებულთა რაოდენობის კი 300 -მდე გაზრდას გეგმავს,’-ქუთაისში არსებული მზის პანელების საწარმოს გეგმები

თარიღი : 30-05-2020, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ მზის პანელების საწარმოში წარმოების მოცულობისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გეგმავენ.

კომპანია AE Solar-ის მზის ენერგიის მოდულების ქარხანა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, 16000 კვმ ფართობზეა მოწყობილი და ავტომატური რობოტიზებული კონვეირებითაა აღჭურვილი. ეს კი, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.

პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე არის გათვლილი. კომპანიას უკვე ჰყავს პარტნიორები ამერიკაში, მექსიკასა და ევროპის ქვეყნებში, თუმცა რეალიზაცია შესაძლოა რეგიონის ქვეყნებშიც მოხდეს.
ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

კომპანია წლის ბოლომდე წარმოების 3-ჯერ, დასაქმებულთა რაოდენობის კი 300 -მდე გაზრდას გეგმავს.

AE Solar-ი დოქტორმა ალექსანდერ მაიერმა და მისმა ძმებმა 2003 წელს გერმანიაში დააფუძნეს.
განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის წამყვანი კომპანია AE Solar უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საწარმო დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დაათვალიერა.


ნანახია: 362-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.
კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა.
თიზ-ში ასევე იგეგმება სამშენებლო მასალების წარმოება.

ამინდი