Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქართულ ოცნებას’ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს’

თარიღი : 30-05-2020, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო - რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული”, - ამის შესახებ წყალტუბოში, სანატორიუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის სანახავად ჩასულმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ წყალტუბოს პროექტის განხორციელებას საკუთარ თავზე იღებს, კიდევ ერთი ბლეფი და ტყუილი.

ვაშაძის განცხადებით, არ შეიძლება, ისეთი პოტენციალის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს.

„29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო - რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს. ეს ბლეფი ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, რაც აქ ხდება! მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


ნანახია: 478-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტუმრებმა წყალტუბოს ბალნეოცენტრები მოინახულეს, გაეცვნენ უნიკალური თერმული წყლების სამკურნალო თვისებებს და საკუთარ თავზე

ამინდი