Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მალე ჩხერელები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის”

თარიღი : 28-05-2020, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ ჩხერში სასოფლო გზის 1 100 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას კომპანია „მეკა“ 300 027 ლარად შეასრულებს.

ბეტონის საფარის მოწყობა არმირებით მიმდინარეობს, გზის სიგანე 3 მეტრია.

ჩხერის გზის პროექტი გარდამავალია, მომავალ წელს გზის დაგება ე.წ. „მელისკარის“ უბნისკენ გაგრძელდება.

„სოფელ ჩხერში ხარაგაულიდან გზა ორი მიმართულებით მიდის, ერთ მხარეს ბეტონის საფარი 2017 წელს დავაგეთ, წელს მეორე მხრიდან კეთდება. მალე ჩხერელები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის,“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელიც სოფელ ჩხერში საგზაო ინფრასტრუქტრის მშენებლობას გაეცნო.


ნანახია: 463-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით

ამინდი