Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თარიღი : 27-05-2020, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სოფელ ცხრაწყაროში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 500 ათასი ლარია. საავტომობილო გზა არმირებული ბეტონის საფარით ეწყობა. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია გზის 1500 მეტრიან მონაკვეთს უტარდება, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 300 ადამიანი სარგებლობს.

სატენდერო ვალდებულებით, პროექტს შპს "იმერმშენი" ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

"ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტში სრული დატვირთვით ვახორციელებთ. ერთ - ერთია სოფელ ცხრაწყაროს ცენტრალური საავტომობილო გზა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 300 ადამიანი ისარგებლებს გამართული ინფრასტრუქტურით. პარალელურად ვაგრძელებთ სხვა მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას", - აღნიშნა ზესტაფონის მერმა სოფლის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.


ნანახია: 309-ჯერ

მსგავსი სიახლეები