Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოვაჭრეები სამუშაო ადგილებს ტოვებენ-რა ზარალი მიაყენა ბიზნესს კორონავირუსმა?

თარიღი : 26-05-2020, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კორონავირუსის პანდემიის საპრევენციოდ მიმართულმა ზომებმა მსოფლიო ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. საშუალო და მცირე ბიზნესი შემოსავლების მკვეთრ დაცემაზე უკვე მთელს მსოფლიოში ჩივის. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.

მძიმე ეკონომიკური პროგნოზის გამო, ბევრი ქვეყანა იღებს ზომებს, რომლებიც ეკონომიკის, ბიზნესისა და შრომის ბაზრის მხარდაჭერაზეა მიმართული. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რამდენად დიდია კორონავირუსის მიერ მიყენებული ზარალი ქუთაისში მოქმედ ბიზნესებზე. როგორც აღმოჩნდა, კოვიდ - 19-მა ქუთაისში ეკონომიკური ზრდა შეაჩერა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სავაჭრო ცენტრებში დასაქმებული ათობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. “გრანდმოლის” დირექტორი ნატო დანელია აცხადებს, რომ უპერსპექტივობის გამო მეწარმეები ფართებს ტოვებენ, და თუ ასე გაგრძელდა “გრანდმოლი” დაიცლება.

"შეუფასებელია ის ზარალი, რაც კორონავირუსის გამო სავაჭრო ცენტრის დაკეტვამ გამოიწვია. არამუშა ბიზნესი იძულებულია გადაიხადოს თანხები, რომ შეინარჩუნოს ქონება. ეს ბიზნესები არის უმეტესად საშუალო და მცირე მეწარმეების, რომლებიც იყვნენ ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებული. რადგან შემოსავალი არ აქვთ, ოჯახებს შენახვა უნდა, კიდევ აწვებათ ის 22 თუ 30 ლარი (ფართის კვადრატის მიხედვით იხდიან), ეს მათთვის მწარე ტვირთია. ამიტომ დაიწყო “გრანდმოლის” დაცლის პროცესი. გუშინ სამი შემთხვევა მქონდა, რომ გავიდნენ შენობიდან, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავენ.
https://i.postimg.cc/3J60LX6Z/C2-FFE20-B-3564-403-C-B33-B-E68-DD904395-D.jpg
რესტარტში რომ მოვიდეთ, ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, რადგან, იცით, როგორ უფასურდება ეროვნული ვალუტა, საბანკო ვალდებულებები გადავადებულია და ერთად დააწვება ყველას, ეს ყველაფერი კი მკვეთრ უარყოფით შედეგს მოიტანს. მეწარმეები წელში გაწყდებიან, გადარჩენაზე იქნება ყველა. ეს იქნება გადარჩენის ერთი წელი,”-ამბობს ნატო დანელია.

ახალმა კორონავირუსმა დიდი დარტყმა მოუტანა ყველაზე მოთხოვნად, ავეჯის სახლ "ნიტასაც". „ნიტას“ დირექტორი მირანდა ხეცურიანი Topnews.com.ge-სთან აცხადებს, რომ ავეჯის სახლის თბილისის ფილიალმა მუშაობა 11 მაისს განაახლა, თუმცა ზარალი იმაზე დიდია, ვიდრე ვარაუდობდნენ. თავდაპირველი სახის დაბრუნებას კი, მისი თქმით, დიდი დრო დასჭირდება.

"ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ეკონომიკური თვალსაზრისით სხვა თვითსაქმიანობების მსგავსად, "ნიტას სახლზეც" იქონია კორონავირუსმა უარყოფითი გავლენა. ჩვენ თბილისში ერთი თვის გახსნილები ვიყავით (ქუთაისში წლებია ვართ), რადგან მალევე მოხდა ჩვენი ფილიალის დაკეტვა, დიდი დარტყმა მოგვადგა. მაგრამ, ისევ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან ურთიერთობით, დიდი ნდობის ფაქტორით გვქონდა ონლაინ გაყიდვები. შემდეგ ესეც რომ აიკრძალა, ძალიან ცუდად შემოტრიალდა საქმე. ახლა, როგორც იცით, დავიწყეთ ფუნქციონირება. გეტყვით, რომ რეალობა იმაზე მეტად ცუდია, ვიდრე ვფიქრობდით. როდესაც გავხსენით უფრო დიდ სირთულეებს შევეჩეხეთ. რაც ამდენი წლების განმავლობაში გვიკეთებია, ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს. როდის დავდგებით ფეხზე, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ დროის ფაქტორია და ისევ ჩვენი ერთგული მომხმარებლების იმედად ვართ. ყველაფერი უნდა დავიწყოთ თავიდან, გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა და "ნიტას სახლმა" დაიბრუნოს ის იმიჯი, რაც ჰქონდა დაკეტვამდე (პანდემიის გამო),”-ამბობს მირანდა ხეცურიანი.

ქუთაისში არსებულ მრავალპროფილურ კლინიკა “უნიქალ მედისთვის" კი ძირითადი პრობლემა პანდემიის პირობებში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვამ გამოიწვია. თუმცა, კლინიკის გენერალური დირექტორის შოთა მარუაშვილის თქმით, კლინიკამ თავად უზრუნველყო თანამშრომლების გადაადგილება, ამასთან, პაციენტებს ონლაინ კონსულტაციები შესთავაზა.
https://i.postimg.cc/Gpzcfrt1/D5-EA03-A4-D2-CA-41-C1-83-E9-0-A8-A70661401.jpg
"მრავალპროფილურ კლინიკა "უნიქალ მედს" კორონავირუსის პანდემიის დროს მუშაობა არ შეუწყვეტია. კლინიკაში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა გადაუდებელი ოპერაციული ჩარევები. საყოველთაო შეზღუდვების დროს კლინიკა პაციენტებს ემსახურებოდა ონლაინ რეჟიმში და დღესაც მიმდინარეობს მათი უფასო კონსულტაციები.
კორონავირუსის პანდემიის დროს ძირითადი პრობლემა ისევ და ისევ მოსახლეობის დაცვის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ შექმნა. მაგრამ, მალევე მოვაგვარეთ ეს პრობლემა და ჩვენი მედპერსონალი კლინიკის ავტოტრანსპორტით გადაადგილდება, რითაც მათ გავუადვილეთ მოძრაობა და შესაბამისად, ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ დადგენილების მხარდასაჭერად.

ჩვენი კლინიკა არც ერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია, შევინარჩუნეთ უკლებლივ ყველა მედპერსონალი. პანდემიის გამო სამი თვის მანძილზე პერმანენტულად ხდება კლინიკის დეზინფიცირება და ყველა იმ რეკომენდაციას ვასრულებთ, რაც მთავრობის მიერ იქნა დადგენილი. კლინიკაში კოვიდ-19-სგან დაცვისა და პრევენციის მიზნით დაცული გვაქვს უსაფრთხოებით ნორმები, იქნება ეს პირბადეები, ხელთათმანები, სადენიზფექციო საშუალებები თუ სხვა,”ამბობს მარუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველო ჩვეული ცხოვრების რეჟიმს უკვე უბრუნდება. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკაზე ფიქრი უკვე დაიწყო, თუმცა რამდენ ხანში შეძლებს კორონავირუსის პანდემიამდეც ეკონომიკურად არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი საქართველო ფეხზე დადგომას, უცნობია.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 891-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი