ქუთაისში საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკა გამოფინეს
თარიღი : 26-05-2020, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავი აღნიშნეს ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სადაც სამხედრო ღონისძიება გაიმართა. ქვედანაყოფის მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. ასევე, გაიმართა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი.
60-მდე წარჩინებულ სამხედროს უწყებრივი მედლები გადაეცა. დღესვე, გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი.
მესამე ბრიგადის ბაზაზე წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკა დიდგორი და ჯავშან-ტექნიკა.