Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როდის გაიხსნება ქუთაისში არსებული მსხვილი სავაჭრო ცენტრები?

თარიღი : 25-05-2020, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მსხვილი სავაჭრო ცენტრების გახსნის თარიღი ჯერ ისევ უცნობია. ახალი კორონავირუსის მიზეზით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სავაჭრო ცენტრები “გრანდმოლი” და “ქარვასლა” კვლავ დაკეტილია.

“გრანდმოლის” დირექტორი ნატო დანელია იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge- სთან აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ყოველდღიურ კონტაქტზეა, თუმცა კითხვაზე: როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრები - ზუსტ პასუხს კვლავ ვერ იღებს. მისთვის დანამდვილებით ისაა ცნობილი, რომ ცენტრებში დასაქმებული ათობით ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

"დილითაც ვეკონტაქტე ეკონომიკის სამინისტროს და ცნობილი მათთვისაც არ არის როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრები. არავითარი მონაცემები არ მაქვს, ჩემი ღრმა რწმენით ეს არ იქნება ივნისშიც. არადა, ძალიან ცუდ დღეში არიან მეწარმეები და ასე ვერ გაგრძელდება. იცით, რომ მეწარმეთა უმრავლესობა ყოველდღიურ შემოსავალზე იყო, გადარჩენის ერთადერთი წყარო იყო ეს მათთვის, ახლა კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ძალიან ნეგატიურად ვუყურებ უახლოეს 4-5 თვეს. სავაჭრო ცენტრის დროულად გახსნის შემთხვევაშიც კი, მათი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე,"- ამბობს ნატო დანელია.

მუშაობას როდის განაახლებენ, ეს არც "ქარვასლასა" და "კოტონის" წარმომადგენლებისთვისაა ცნობილი.

"ქარვასლას" გახსნას 25 მაისისთვის ველოდებოდით, მაგრამახლა იძახიან, 1-ლი ივნისისთვის გაიხსნებითო. ზუსტად არ ვიცით. შეიძლება უცებ გამოვიდეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და გამოაცხადოს, იხსნება სავაჭრო ცენტრებიო, მაგრამ როდის იქნება ეს, ხომ არ ვიცით? ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უკვე მზად ვართ, შევიძინეთ დეზობარიერები, თერმომეტრები, პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები ხელების დასამუშავებლად, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საჭიროა. ყველა ელოდება გახსნას,"- ამბობს "ქარვასლას" თავმჯდომარე ხათუნა ონიანი.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული დირექტივის თანახმად, 2020 წლის 20 მარტიდან მსხვილმა სავაჭრო ცენტრებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 881-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სავაჭრო ცენტრის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ.
სავაჭრო ცენტრში მომხდარი ინცინდენტის მიზეზად სავარაუდო ქურდობის ფაქტი სახელდება.

ამინდი