Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ენის შესწავლისთანავე დავიწყე წერა, თითქოს ჩემში იმალებოდა ეს ნიჭი და უცდიდა მშობლიურ ხმას,’-ახალგაზრდა პოეტის დებიუტი პოეზიის სამყაროში

თარიღი : 23-05-2020, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ნიჭიერმა პოეტმა ნინო ქანთარიამ ოცნება აისრულა. 20 წლის გოგონას პირველი კრებული "არ დაანგრიოთ სულში ტაძარი" საზოგადოებამ უკვე იხილა. წიგნში მისი 115 ლექსია შესული და ძირითადად სიყვარულის, სამშობლოსა და ცხოვრებისებული სირთულეების თემატიკას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი ნინოსთვის პირველია, მას და მის პოეზიას თაყვანისმცემლები უკვე ჰყავს და მათგან მოწონებასაც იმსახურებს.

"გნებავთ იხილოთ "გულიდან გულამდე გულით" დახატული "ლურჯი სამყარო"? გადაშალეთ ნინო ქანთარიას ლექსების მოკრძალებული კრებული. ავტორი ხან მზედ ყოფნას ნატრობს ბარათაშვილივით, ხან წვიმად მოსვლა სწყურია, ვაჟას მსგავსად, თუმცა, მთავარი ადამიანი და მისი უბოროტო სუფთა სულია, ნიღბის გარეშე.

ფეხბედნიერი იყოს ახალგაზრდა პოეტის დებიუტი პოეზიის უკიდეგანო სამყაროში,"- წერს ფილოლოგი ია სულაბერიძე.

ნინო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობს. Topnews.com.ge -სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უცხოეთში დაიბადა. მეხუთე კლასში იყო საქართველოში, წალენჯიხის რაიონში რომ ჩამოვიდა. ქართული ენის სწავლა თავიდან გაუჭირდა, თუმცა მონდომების შედეგად შეისწავლა და მალე ლექსების წერაც დაიწყო. ამიტომ ბედნიერია, რომ ასეთ უმოკლეს პერიოდში, საზოგადოებამ მისი პირველი კრებული იხილა.

"უზომოდ გახარებული და მადლიერი ვარ. დაიბეჭდა ჩემი პირველი კრებული- "არ დაანგრიოთ სულში ტაძარი". კრებული გამოვიდა საოცარი ადამიანების წყალობით და მათი უანგარო დახმარებით. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი სპონსორის, ქალბატონ ლილე შერვაშიძის და კრებულის რედაქტორის, ქალბატონ ია სულაბერიძის. ამ ორმა დიდსულოვანმა ადამიანმა შეძლო სიკეთის ღირსეულად გაკეთება.

წიგნის დაბეჭდვამ ჩემი მკითხველი გაახარა და მომცა სტიმული მეტი ვიშრომო, ვიკითხო და ვისწავლო. სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ ჩემი წიგნის პრეზენტაციას, რომელიც იქნება სულის ზეიმი. მართალია, დღეს სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, არ არის გასაკვირი კრებულის გამოცემა, მაგრამ ჩემი თავით მაინც ამაყი ვარ, რადგან თავიდან მშობლიურ ენაზე ვერ ვსაუბრობდი ენის უცოდინრობის გამო, თუმცა მოვინდომე და მალევე ვისწავლე. ენის შესწავლისთანავე დავიწყე წერა, თითქოს ჩემში იმალებოდა ეს ნიჭი და უცდიდა მშობლიურ ხმას,"- ამბობს ნინო ქანთარია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნინოს ერთ-ერთი ლექსი, ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა გოჩა ჭაბუკაიძემ აამღერა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ზურა რთველიაშვილი საქართველოში პირველად ჩამოვიდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და მწერლის იოსებ ჭუმბურიძის წიგნის, „ჩანაწერების კრებული“
როგორც ქუთაისის უნივესიტეტის ახალ სტუდენტურ თვითმმართველობაში აცხადებენ, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ არაერთ