წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება
თარიღი : 23-05-2020, 10:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერს ეკუთვნის.
ბიუსტის ესკიზებიდან ერთ-ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
“კომისიის წევრები მოადგილეების გარდა, კულტურის დარგის თანამშრომლები, მხატვარები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან. ერთობლივად შევარჩიეთ ესკიზი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მოხდება დიდი ქართველი მწერლის - ოტია იოსელიანის ბიუსტის დადგმა წყალტუბოში,'' - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
მიმდინარე წელს, 16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. მწერლის ბიუსტი ამ თარიღისთვის მზად იქნება.