Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წერეთლის უნივერსიტეტის ყოფილ ლექტორს სასწავლებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

თარიღი : 26-03-2014, 21:09 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის შედეგად ამავე სასწავლებლის კადრი ირაკლი ჯულაყიძე უნივერსიტეტს მიღმა აღმოჩნდა. ირაკლი ჯულაყიძეს პედაგოგად მოღვაწეობის 27 წლიანი სტაჟი აქვს. წერეთლის უნივერსიტეტში ის სალექციო კურსს ბიოეკოლოგების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ხოლო უნივერსიტეტსა და ქალაქის სხვადასხვა სკოლაში საჯარო ლექციებს კითხულობდა. „ჩემი წაკითხული ლექცია არ მოეწონათ ალბათ. ცირკის მოწყობას არ ვაპირებ, თუმცა იურისტთან კონსულტაციის შემდეგ სასამართლოში შევიტან სარჩელს. ბედნიერი ვარ, რომ ისეთ კარგ საზოგადოებაში მოვხვდი, ვინც ვერ გაიმარჯვა, მათ შორის ბევრი ღირსეული ადამიანია,“ - ამბობს ირაკლი ჯულაყიძე. უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსის ძირითად კრიტერიუმებს კონკურსში მონაწილეთა გამოცდილება, სტაჟი და გამოცემული წიგნების როდენობა წარმოადგენდა. ირაკლი ჯულაყიძის თქმით, სასწავლო ექსპედიციები, რომელსაც ის სასწავლებლის სტუდენტებისათვის აწყობდა, მისთვის არავის ჩაუთვლია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე კონკურსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კონკურსის მიმდინარეობაში სასწავლებლის ადმინისტრაცია არ ჩართულა და კონკურსის ჩატარება თბილისიდან მოწვეულმა დაახლოებით 83-მა ექსპერტმა უზრუნველყო. ღავთაძე იმასაც ამბობს, რომ კონკურსზე ჩაჭრილ პროფესორ-მასწავლებლებს მომდევნო მონაწილეობის მიღება მომდევნო კონკურსზე შეეძლებათ. უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური კადრების კვალიფიკაციის შესამოწმებლად სასწავლებელში კონკურსი ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარდება.


ნანახია: 1685-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ირაკლი ჯულაყიძეს პედაგოგად მოღვაწეობის 27 წლიანი სტაჟი აქვს. წერეთლის უნივერსიტეტში ის სალექციო კურსს ბიოეკოლოგების,
ირაკლი ჯულაყიძეს პედაგოგად მოღვაწეობის 27 წლიანი სტაჟი აქვს. წერეთლის უნივერსიტეტში ის სალექციო კურსს ბიოეკოლოგების,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის შედეგად ამავე სასწავლებლის
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის სტრატეგიული გეგმის განხილვა და პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა
პატრიარქი სასწავლებლის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებზე გეგმავდა ჩამოსვლას, რისთვისაც უნივერსიტეტში
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.

ამინდი