Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ე.წ. ბიკენტიას საქაბაბესთან შენობის ნაწილი ჩამოიშალა

თარიღი : 22-05-2020, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ცისფერყანწელთა 9 ნომერთან ( ე.წ ბიკენტიას საქაბაბესთან) შენობის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, შემთხვევას, ყველაზე ცუდ ვარიანტში, ადამიანის სიცოცხლე შეეძლო შეეწირა ან იქვე მდგარი ავტომობილები, რომლებიც ამ პერიოდში, ოჯახებისთვის, არც თუ ისე მცირე დანაკლისია.

მიტოვებული შენობის უფუნქციობა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააპროტესტა. მან საკითხს რამდენიმე ბრიფინგი მიუძღვნა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

"ალბათ 8 წელი იქნება გასული, რაც ეს შენობა პირველად ჩამოინგრა და დედას ორ წლამდე ბავშვი პირდაპირ ხელში ჩააკვდა. რა თქმა უნდა იმ წუთასვე მქონდა რეაქცია, მივმართე მერიას, შეესწავლათ ყველა ბინა, რომელიც კი საშიშროებას წარმოადგენს და სასწრაფოდ ჰქონოდათ ამაზე შესაბამისი რეაგირება, მაგრამ ყურადღება ნოლი. თუ არ ვცდები, მაშინ მურღულია იყო ქალაქის მერი. მერე იყო, რომ დედ-მამას ბავშვი ჩააკვდათ ხელში ზასტავაზე, კიკვიძის ძეგლთან. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ქალაქის მერი გადადგებოდა... ზუსტად ამ ადგილას, ბიკენტიას საქაბაბესთან მერე ბიჭსაც დაეცა თავზე აგური, მაშინაც გავაპროტესტე.. რამდენიმე დღის წინ ბუხაიძეზე ქალბატონს დაეცა და დაშავდა, მაშინაც ყურადღება ნოლი. გუშინ კიდევ ჩამოიგრა ცისფერყანწელებთან. მშვიდობიანად ვერ უნდა იარო ადამიანმა ქუჩაში?

ხელისუფლებას რომ მოვუწოდო, ეს იქნება წყლის ნაყვა. ამიტომ ქუთაისელებს ვეტყვი, არავინ არ ვიცით, რომელი აღმოვჩნდებით საშიშროების წინაშე, გამოთქვით პროტესტი, გამოდით მერიასთან და ვაიძულოთ დაიცვან ბავშვების, ჩვენი სიცოცხლე. შემოწმდეს ყველა შენობა და რომელიც საშიშროებას წარმოადგენს, სასწრაფოდ გაკეთდეს. აი, ეს შენობა რამდენ ხანს უნდა იყოს ასე, უფუნქციოდ? იშლება ნელ-ნელა, ან პატრონს დაუბრუნონ, ან თვითონ შეისყიდონ, ან დაანგრიონ, რამე ქნან. 10-12 წელიწადია ასეა მიტოვებული, კიდევ როდემდე უნდა იყოს ასე?"- ამბობს წულაია.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge -ს ქალაქის მერიაში განუცხადეს, რომ შენობა, რომლის ნაწილის ნგრევა მოხდა, კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ადგილობრივი ხელისუფლება მეპატრონეს პრობლემის
მოგვარებას დაავალებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 403-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობიდან საკმაოდ დიდი ფრაგმენტი ჩამოვარდა'.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი