Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში მოცეკვავე შადრევანი მოეწყობა

თარიღი : 21-05-2020, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში მოცეკვავე შადრევანი მოეწყობა.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი სოლომონ პირველის ქუჩა #53-ის მიმდებარედ, ხარაზოვის სკვერში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვაზე.

“პროექტის მიზანია არსებული ამორტიზირებული შადრევნის ადგილზე ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დასასვენებლ-გასართობი კომპლექსის მოწყობა.

ტენდერში გაიმარჯვა შპს „ჯორჯიან პლასტიკმა“. პროექტზე მუშაობა მარტის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ყველა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები დროებით შეჩერდა. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედების შემდეგ კი, შესაძლებელი გახდა „ხარაზოვის ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. სამუშაოები, რომელთა ღირებულება ჯამში 354589 ლარს შეადგენს, აგვისტოში უნდა დასრულდეს,”-აცხადებენ ქალაქის მერიაში.


ნანახია: 210-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ქალაქში არსებული შადრევნების კაპიტალურად გაწმენდა
2012 წლიდან დღემდე ხარაზოვის ბაღის რეკონსტრუქციისა და შემდგომი შეკეთებისთვის 1 787 990 ლარი დაიხარჯა. ორჯერ მოხდა შადრევნის
ხარაზოვის ბაღში ხეების გადაბელვით სამუშაოებს ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ქუთაისის მერიაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული კოლხური შადრევნის დემონტაჟზე საუბრობენ. ქალაქის მერიის არქიტექტურის

ამინდი